ავსტრიის ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ტიროლი“ 3:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ბაკერი იატამ გაიტანა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.4, flashscore 7.0.
გრაცული გუნდი 36 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში „ლილთან“ გამართავს.
ტიროლი – შტურმი 0:3
გოლები: 0:1 ბიოვინგი (15), 0:2 იატა (80), 0:3 იალკუიე (83)
გაძევება: ჩუკვუანი (41, შტურმი), უსტუნგადი (73, ტიროლი)