კიტეიშვილის მორიგი გოლი და “შტურმის” გამარჯვება

ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „ლასკს“ 4:2 მოუგო.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და 86-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: sofascore 7.9, flashscore 7.4. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლი და 3 საგოლე პასია.
„შტურმი“ 46 ქულით ვენის „აუსტრიასთან“ ერთად ლიდერია.
შტურმი – ლასკი 4:2
გოლები: 1:0 ჰორვატი (31), 2:0 კიტეიშვილი (50, პენ),2:1 სისე (77), 3:1 ბიოვინგი (83), 3:2 ჟული (85), 4:2 ბიოვინგი (90+6, პენ)
გაძევება: ლავალე (67, შტურმი)