კიტეიშვილის დაბრუნება – “შტურმმა” სტუმრად “ზალცბურგი” 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა

ავსტრიის თასის ნახევარფინალში „შტურმმა“ გასვლაზე “ზალცბურგს“ 4:3 სძლია, რომელთანაც 4 დღის წინ ჩემპიონატზე სახლში 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა, სასტარტოში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს.
1-ელ მარტს ფინალში „შტურმი“ „რაპიდს“ შეხვდება.
ზალცბურგი – შტურმი 3:4
გოლები: 1:0 სოლე (11), 1:1 ბიოვინგი (25), 1:2 ჰორვატი (52), 1:3 შნეგი (71), 2:3 სუჩიჩი (79), 2:4 გაირჰოფერი (81), 3:4 ტერზიჩი (90)