კირ სტარმერი – ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ

ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მძევლების გათავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს. ასევე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს წინააღმდეგობას დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის შესახებ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ისრაელს განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდეს“.
„არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, – აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება