კირ სტარმერი – ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ღრმა შვების მომენტია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სა და ჰამასის მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ღრმა შვების მომენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა,
„მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის შესახებ ახალ ამბავს“, – განაცხადა სტარმერმა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით კარგი სიახლეა მძევლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
„ეს ღრმა შვების მომენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა, განსაკუთრებით კი მძევლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტანჯვა გადაიტანეს“, – აღნიშნა სტარმერმა.