კირ სტარმერი – უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა, ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ – მხარდაჭერა არ შესუსტდება

უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა, ყველაზე ამაზრზენი ქმედება, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა. ყველაზე ამაზრზენი ქმედება. ჩვენ ს აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ – ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება“, – წერს კირ სტარმერი X-ზე.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა ს ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ