კირ სტარმერი საუთპორტში თავდასხმაზე – მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია

მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია, – საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი განცხადებას ავრცელებს.
„დღევანდელი მოვლენები მართლაც შემზარავია და ვიცი, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შოკირებულია იმით, რაც მათ ნახეს და მოისმინეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
კირ სტარმერმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების მეგობრებსა და ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, დღეს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავში გარდაიცვალა და ცხრა დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მძიმეა ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ. პოლიციამ 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი უკვე დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს