კირ სტარმერი – პუტინის ნდობა არ შეიძლება, მასზე ზეწოლისთვის კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო

პუტინის ნდობა არ შეიძლება, მასზე ზეწოლისთვის კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო, – გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადა.
„ამას კიდევ უფრო გაუსვა ხაზი გასულ კვირას კიევში განხორციელებულმა თავდასხმებმა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბრიტანეთის საბჭოსა და ევროკავშირის დელეგაციის შენობებს“, – აღნიშნა სტარმერმა, რომელიც შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო.
მისი თქმით, აშკარაა, რომ ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის განსახორციელებლად იმისთვის, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა უზრუნველყონ.
ამასთან, სტარმერი მიესალმა კოალიციის სხვა წევრების განცხადებებს, რომ ისინი ს შორი მოქმედების რაკეტებს მიაწვდიან.
ცნობისთვის, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტი დასრულდა. შეხვედრას ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილის 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას პირადად ესწრებოდნენ ევროკავშირის ექვსი ქვეყნის ლიდერები, ევროკავშირის ხელმძღვანელობა და უკრაინის პრეზიდენტი, დანარჩენები კი მას ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა -ის პრეზიდენტ ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განმარტებით, ეს სხვა შეხვედრასთან იყო დაკავშირებული და რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოგვიანებით დაბრუნდებოდა.