კირ სტარმერი – პრეზიდენტ ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჩვენებს, რომ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული მოთამაშე არ არის

პრეზიდენტ ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჩვენებს, რომ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული მოთამაშე არ არის, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის დღეს დაგეგმილ სამიტამდე გამოქვეყნდა.
„შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებასთან თამაში, მიუხედავად ყველა მხარის კეთილსინდისიერი მონაწილეობისა – ეს ყველაფერი უკრაინელ ხალხზე დამანგრეველი თავდასხმების ფონზე. მისი დაპირებები ცარიელი დაპირებებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კირ სტარმერის თქმით, წამყვან როლს თამაშობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მოწვევით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აჩვენა ერთგულება და ევროპა აგრძელებს თავისი როლის შესრულებას უკრაინის მომავლის დასაცავად.
„ახლა პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ ბურთის თამაშის სურვილი აქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში 30-მდე ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან იმ მიზნით, რომ უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად იმსჯელონ, როგორ გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები და შეაფასონ რა როლს შეასრულებენ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები