კირ სტარმერი – პოლიტიკური მომენტიდან სამხედრო დაგეგმარებაზე გადავდივართ

პოლიტიკური მომენტიდან სამხედრო დაგეგმარებაზე გადავდივართ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა BBC-სთან საუბარში განაცხადა.
სტარმერმა კომენტარი გააკეთა 20 მარტს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ფორმატში ჩატარდება და რომელშიც მონაწილეობას “მსურველთა კოალიციის” (30-ზე მეტი ქვეყანა) მაღალი თანამდებობის სამხედროები მიიღებენ.
“რასაც დღეს ვაკეთებთ, არის გადასვლა პოლიტიკური მომენტიდან, რომელიც შაბათ-კვირას გვქონდა… სამხედრო დაგეგმარებაზე, ასე რომ, ეს ხდება დღეს შტაბ-ბინაში…
კონცეფციიდან გეგმებზე გადასვლა, კონკრეტულად იმ მხრივ, თუ როგორ დავიცავთ ში ცას, ზღვებსა და საზღვრებს უსაფრთხოდ”, – განაცხადა სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ