კირ სტარმერი – ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად – ევროპა მზად არის მხარი დაუჭიროს

ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უნდა ჰქონდეს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს, სა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
განცხადებას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კვირა მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გახდეს უკრაინის მომავლისთვის. მათ მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტ ტრამპს მისი ძალისხმევებისთვის პუტინი მაგიდასთან დასვას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რათა მიმდინარე სისხლისღვრა დასრულდეს.
პრემიერ-მინისტრმა ცხადად აღნიშნა, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია – საერთაშორისო საზღვრები არ უნდა იცვლებოდეს ძალის გამოყენებით და ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ევროპა მზად არის ამას მხარი დაუჭიროს და პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მუშაობას გააგრძელებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.