კირ სტარმერი – მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს

გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის გადასაწყვეტია , – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
კირ სტარმერი დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა უნდა შეწყვიტოს.
„მე მას [დანიის პრემიერ-მინისტრი] მხარს ვუჭერ. ის გრენლანდიის მომავლის შესახებ მართალია. ნატო-ს მოკავშირეა და მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)