კირ სტარმერი – ისრაელის მთავრობის გეგმა, ღაზაში შეტევის შემდგომი ესკალაციის შესახებ არასწორია და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გადახედოს გადაწყვეტილებას – ეს ქმედებები მხოლოდ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ ისრაელის გეგმები, ღაზის სექტორზე სრული კონტროლის დამყარების თაობაზე არასწორია.
ბრიტანეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მოცულობის გაზრდა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლება.
„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება, ღაზაში შეტევის შემდგომი ესკალაციის შესახებ არასწორია და ჩვენ მოვუწოდებთ მას, დაუყოვნებლივ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. ეს ქმედებები ვერ შეძლებს კონფლიქტის დასრულებას ან მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფას. ეს მხოლოდ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს“, – განაცხადა სტერმერმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ფარგლებში“ ხანგრძლივი მშვიდობის გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.
ცნობისთვის, დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს. მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.
ისრაელის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები