ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები ირანის ბირთვული პროგრამიდან მომდინარე სერიოზული საფრთხის შესამსუბუქებლად, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება და აშშ-მა მიიღო ზომები ამ საფრთხის შესამსუბუქებლად“, – აღნიშნულია სტარმერის განცხადებაში.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარება არასტაბილური რჩება და რეგიონში სტაბილურობა პრიორიტეტულია.
„მოვუწოდებთ ირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გადაწყვეტას ამ კრიზისის დასასრულებლად“, – აღნიშნულია კირ სტარმერის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.
