კირ სტარმერი ირანზე თავდასხმაზე – თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა – ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება

ამ დარტყმების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა, – ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ს მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს.
სტარმერის თქმით, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება.
„ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან დეესკალაციის მიზნით. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ