კირ სტარმერი – ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ითამაშოს

ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს.
კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების სრული უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, დღეს, კირ სტარმერი ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას 25-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კირ სტარმერი შეხვედრაზე ლიდერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა