კირ სტარმერი – ევროპა ძლიერია და უკრაინის გარშემოა გაერთიანებული

ევროპა ძლიერია და უკრაინის გარშემოა გაერთიანებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში -ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„მე ძლიერ ევროპას ვხედავ, რომელიც უკრაინისა და დიდი ხნის განმავლობაში არსებული ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული. მე ამ თავისუფლებებს ყოველთვის დავიცავ“, – განაცხადა სტარმერმა.
შეგახსენებთ, -ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია აშშ-ის სურვილი, რომ ევროპამ ცივილიზაციური თავდაჯერებულობა დაიბრუნოს.
„თავდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. ში ს ომის შედეგად, ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ღრმად არის შესუსტებული და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების მართვა აშშ-ს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას მოითხოვს, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს