კირ სტარმერი დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უმასპინძლებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დღეს გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ვირტუალურ რეჟიმში შედგება.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ალიანსის ყველა პარტნიორი უკრაინაში „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის“ მიღწევაზეა ორიენტირებული.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესი ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში კონფლიქტმა პირდაპირი გავლენა მოახდინა აქ, გაერთიანებულ სამეფოში“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მე ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, თქვენთან წინა ეთერებშიც ამის შესახებ ზუსტად ასე მილაპარაკია…