კირ სტარმერი – დარწმუნებით ვიცით, რომ შეთანხმებას, რომლის უკან არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს, ეს აქამდეც მომხდარა და სრულიად ნათლად მაქვს გააზრებული, რომ კვლავ მოხდება

უსაფრთხოების გარანტიები თუ არ იქნება, სრულიად ნათელია, რომ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
სტარმერის მოსაზრებით, პუტინი უკრაინაში ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს, “რომლის უკან არაფერი დგას”.
“გასულ შაბათ-კვირას და მანამდე ორი კვირით ადრე, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერების შეხვედრები გვქონდა, რომლებიც შეიკრიბნენ, რათა მიეღწიათ პოლიტიკური თანხვედრისა და კოლექტიური შეთანხმებისთვის, რომ ერთად მუშაობა გვჭირდება, რათა უზრუნველვყოთ ნებისმიერი მიღწეული შეთანხმების დაცულობა…
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაკეთება, ვინაიდან, ერთი რამ ვიცით დარწმუნებით, რომ შეთანხმებას, რომლის უკანაც არაფერი დგას, პუტინი დაარღვევს.
ეს ვიცით, ვინაიდან, ეს აქამდე მომხდარა. სრულიად ნათლად მაქვს გააზრებული, რომ ეს კვლავ მოხდება”, – განაცხადა სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას