კირ სტარმერი ბელგიის პრემიერ-მინისტრს ხვდება

კირ სტარმერი ბელგიის პრემიერ-მინისტრს ხვდება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლონდონში მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი მიგრაციის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გაყინული რუსული აქტივების საკითხებზე ისაუბრებენ.
ცნობისთვის, ბელგია, რომლის ტერიტორიაზე ს გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 189 მილიარდი ევრო) ინახება, გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინის დაფინანსების გეგმას ეწინააღმდეგება. კერძოდ, ბელგია რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ

დანიის პრემიერი – მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა – დანია და შესაბამისად გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება