კირ სტარმერი – აშშ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობის უზრუნველსაყოფად – უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, რადგან პუტინი შეთანხმებებს პატივს არ სცემს

აშშ-თან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ -თან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ტექნოლოგიებისთვის, ჩვენი ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის“, -განაცხადა კირ სტარმერმა.
ამასთან, მისი თქმით, იმის ნახვა, რაც პარასკევს, თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ს შორის მოხდა, არავის სურს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შეიძლება მხარეების არჩევის სიმარტივე მოეწონოს, ამ კვირამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომლის ნახვაც ში ყველას გვინდა“, – აღნიშნა სტარმერმა.
სტარმერის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, რადგან „პუტინი შეთანხმებებს პატივს არ სცემს“.