კირ სტარმერი: არავის უნდოდა იმის ნახვა, რაც მოხდა, მაგრამ არ მივიღებ, რომ არასანდო მოკავშირეა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის დაძაბული შეხვედრის შესახებ განაცხადა:
„არავის უნდოდა იმის ნახვა, რაც მოხდა, მაგრამ არ მივიღებ, რომ არასანდო მოკავშირეა”.
მისივე განცხადებით, გეგმა, რომელიც დღეს წარმოადგინა, დონალდ ტრამპთან იქნება განხილული.
„მე გუშინ ღამით ველაპარაკე დონალდ ტრამპს. არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, რომ არ მეფიქრა, რომ ეს იყო ის, რაც დადებით შედეგს გამოიღებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ: , ევროპა, დიდი ბრიტანეთი და აშშ გრძელვადიანი მშვიდობისკენ ერთად ვივლით”. – თქვა კირ სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება