კირილ ბუდანოვი – ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება

ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
„[გასულ წელს] ჩვენი ქვედანაყოფები არაერთხელ შესულან ყირიმში“, – განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიური ქმედებები გაგრძელდება.
მისი თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აღნიშნული მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი ს საოკუპაციო არმიის ლოგისტიკის განადგურებაა.
ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსების 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარე წინსვლის მცდელობებს არცერთი გარღვევა არ მოუტანიათ.
„მათი ბოლო მცდელობა უკვე ორი თვეა გრძელდება. ფაქტობრივად, უშედეგოდ”, – განაცხადა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ბრაზი და ტკივილი არა წყევლად ან ხელის ჩაქნევად, არამედ მოქმედებად და წინააღმდეგობად უნდა ვაქციოთ – თუ ეგოისტები არ ვართ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეგვიძლია, ასეთ მომენტებში სწორ მოქმედებაზე უნდა მივმართოთ ენერგია

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია