კირილ ბუდანოვი – უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა და 2024 წელს ბრძოლის ველზე სთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენება უსურვა.
მისი თქმით, მტრის ტერორისტული საოკუპაციო რეჟიმი ვერასდროს შეძლებს განახორციელოს თავისი გეგმა და გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, გაანადგუროს უკრაინის ტრადიციები და შეცვალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა.
„უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 2024 წელი უკრაინისთვის უწყვეტი ბრძოლის პერიოდი იქნება, ამიტომ ერი მას ოკუპანტებისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენებით შეხვდება.
„დაე, შობის ვარსკვლავმა მოგვანიჭოს შთაგონება და ამოუწურავი ენერგია მტერთან საბრძოლველად და ახალმა წელმა ს დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოუტანოს“, – განაცხადა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, შობას წელს პირველად 25 დეკემბერს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივლისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შობის დღესასწაულის 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშვნას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა