კირილ ბუდანოვი – რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა

რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“კიდევ ერთი A-50 “ჩამოვარდება” და სადღეღამისო მორიგეობას შეჩერება მოუწევს”, – აღნიშნა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს უკრაინელმა მებრძოლებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისა და მთავარი დაზვერვის დირექტორატის ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა. ნამსხვრევები ს ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ჩამოვარდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი საბჭოთა ს-200 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზებული რაკეტის გამოყენებით ჩამოაგდეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოგდებული A-50-ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა – ხუთი მაიორი, სამი კაპიტანი, პრაპორშჩიკი და ლეიტენანტი. 23 თებერვალს ჩამოგდებული A-50 ტიპის თვითმფრინავი უკვე მეორე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავია, რომელიც მ ჩამოგდო. პირველი თვითმფრინავი 15 იანვარს განადგურდა და აზოვის ზღვაში ჩავარდა.