კირილ ბუდანოვი – რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები, შესაძლოა, გაიზარდოს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ს ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები, შესაძლოა, გაიზარდოს.
მან არც დაადასტურა და არც უარყო უკრაინის მონაწილეობა რუსეთში განხორციელებულ დრონებით თავდასხმებში და აღნიშნა, რომ ასეთი ოპერაციები „სავსებით შესაძლებელია“.
„ჰიპოთეტიკურად არის გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ხდება და მჯერა, რომ ეს გეგმა მოიცავს რუსეთის ფედერაციის ყველა ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ახლა რუსეთის მოსახლეობა მშვიდობიანი მოსახლეობა ხედავს ომის რეალურ სურათს. ისინი ხედავენ, ცეცხლმოკიდებულ ნავთობის საწყობებს, დანგრეულ შენობებს ქარხნებში და ქარხნებს და ა.შ.“, – აღნიშნა ბუდანოვმა CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ომი მხოლოდ ერთი გზით დასრულდება – უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით და სამართლიანობის აღდგენით.
„სამართლიანობის დამყარებით და დაკარგულის დაბრუნებით – ასე დასრულდება“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ