კირილ ბუდანოვი – რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს

რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს, ამიტომ მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს არის ახლა და აიძულებენ უკრაინას, დაპყრობილი ტერიტორია ს ტერიტორიად აღიაროს.
“ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებენ გამარჯვებას. ეს არასდროს მოხდება”, – აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან, მან აღიარა, რომ რუსეთმა როგორღაც შეძლო, მიეღო საიდუმლო ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის გეგმების შესახებ.
“იმაზე მეტს არ ვიტყვი, რაც პრეზიდენტმა თქვა. ჩვენ მივიღეთ, ვთქვათ, ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ გეგმები ცნობილი გახდა რუსეთისთვის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ გარკვეულ ზომებს ვიღებთ”, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ