კირილ ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები კურსკში დღეს ჩავლენ

მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ნაკადი ს კურსკის ოლქში 23 ოქტომბერს ჩავა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსებს კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან.
„ხვალ ველოდებით პირველ ქვედანაყოფებს კურსკის მიმართულებით“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია რამდენ ჯარისკაცზეა საუბარი და როგორ აღიჭურვებიან ისინი.”რამდენიმე დღეში ვნახავთ”, – დასძინა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთის მხარდასაჭერად, 12 000 სპეცრაზმელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და რომ მათგან 1 500 უკვე რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობები დაადასტუროს. “ამ მომენტში არ შემიძლია ინფორმაციის დადასტურება და მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ინფორმაციას სამხრეთ კორეა მოგვაწვდის”, – აღნიშნა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბოტკოველი – გაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს როგორ აიძულებენ ე.წ. კრიმინალებთან ტანდემში იმუშაონ, ადამიანები დააშინონ და აიძულონ არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზონ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებით მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ