კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებით რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, იმ სამიზნეებს შორის, რომელსაც მ 21 აგვისტოს ღამით ს ტერიტორიაზე შეუტია, იყო რადიოკავშირის ცენტრი, აეროპორტი და საჰაერო ბაზა.
”ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ოპერაცია დრონების გამოყენებით,” – აღნიშნა ბუდანოვმა The War Zone-სთვის მიცემულ კომენტარში.
მისი თქმით, რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრზე თავდასხმის გარდა, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით ასევე შეუტია მოსკოვის „ოსტაფიევოს“ აეროპორტს და როსტოვის რეგიონში მდებარე „მილეროვოს“ საჰაერო ბაზას. „მთლიანობაში გამოყენებული იქნა 50-მდე დრონი“, – დასძინა ბუდანოვმა.
მისი განმარტებით, არკვევენ, მიადგა თუ არა დაზიანება აღნიშნულ ობიექტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება