კირილე თვაური სტამბოლში ქალთა ევროტურნირების 2 მატჩს მოემსახურება

ქალთა საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში – ევროლიგასა და ევროპის თასზე რეგულარული ჩემპიონატები სრულდება. ბოლო ტურის მატჩები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება, რომელთაგანაც სტამბოლში დაგეგმილ 2 შეხვედრას 2 დღის განმავობაში კირილე თვაური მოემსახურება. ქართველი არბიტრი 27 ნოემბერს ჯერ ქალთა ევროლიგის შეხვედრას იმსაჯებს “ფენერბაჰჩესა” და პოლონურ “პოლკოვიცეს” შორის, ხოლო მეორე დღეს ის ქალთა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, სადაც “ბეშიქთაშისა” და ბელგიურ “ნამიურის” შეხვედრას მოემსახურება.
კირილე თვაური (მსაჯი)
27 ნოემბერი. სტამბოლი (თურქეთი). ქალთა ევროლიგა
ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – პოლკოვიცე (პოლონეთი)
28 ნოემბერი. სტამბოლი (თურქეთი). ქალთა ევროპის თასი
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – ნამიური (ბელგია)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში