კირთაძე, რომელმაც კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა, ცესკოს საქმიანობაში ჩარევისთვის დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ს თავმჯდომარის შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და კომისიის წევრი პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა.
ეს ოქმი შედგა 16 ნოემბერს ცესკოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შავი ფერის სითხე შეასხა. ამ მიზეზით სხდომა შეწყდა.
· საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლის მიხედვით, კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის სასამართლო პირს 500 ლარით აჯარიმებს.
· ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-5 ნაწილით კი აკრძალულია კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არის ცნობილი.
ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი ამბობს, რომ დავით კირთაძის სამართალდამრღვევად ცნობის მიზანი მისთვის ამ შეზღუდვის დაწესება იყო.
„თვითონ კირთაძე არის კოლეგიური ორგანოს წევრი და ის ბუნებრივად უნდა ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში იმიტომ, რომ მისი მოსაზრების გათვალისწინებით უნდა მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება.
ვერ მოარგეს ვერც ერთი სხვა ნორმა. მიზანი ჰქონდათ, რომ თუკი სასამართლო დაადასტურებდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, შეუწყდებოდა კომისიის წევრის უფლებამოსილება“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით კირთაძის ადვოკატი, ივანე პეტრიაშვილი.
16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც ს საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადებულიყო, დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.
„სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა სკენ მიექანება“, – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და შავი ფერის სითხე შეასხა.
ცესკოს თავმჯდომარისთვის შავი სითხის შესხის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროც იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების კვალიფიკაციით. ეს არის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმისგან დამოუკიდებლად დაწყებული გამოძიება.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში – 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია და პრეზიდენტი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ არჩევნების შედეგების გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.