კირა იარმიში: ალექსეი ნავალნი მოკლეს

ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა X-ით დაადასტურა ალექსეი ნავლნის სიკვდილი და გაავრცელა მოკლე ცნობა, სადაც ის წერს, რომ „ მოკლეს”.
„ალექსეის დედის ოფიციალური განცხადებით, მისი სიკვდილი დადგა 16 თებერვლის 14:17 საათზე ადგილობრივი დროით. კოლონიის თანამშრომლის თანახმად, მისი ცხედარი ახლა სალახარდშია. ის იქ საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა გადაასვენეს. ახლა ისინი „საგამოძიებო მოქმედებას“ აწარმოებენ“.
კირა იარმიში თავის განცხადებაში წერს, რომ „მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს“.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ ცნობა 16 თებერვალს გაავრცელა ს სასჯელაღსრულების სამსახურმა.
მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს, იტყობინებოდა სამსახური.
17 თებერვალს ადრე ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია, ჩაფრინდა სალეხარდში და გაემგზავრა დასახლება ხარპში მდებარე მესამე კოლონიაში სახელწოდებით „პოლარული მგელი.“ ამ კოლონიაში იხდიდა სასჯელს მისი ვაჟი.