კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას 91 წელი შეუსრულდა

26 იანვარი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადების დღეა! დღეს მას 91 წელი შეუსრულდა.

 ელდარ შენგელაია არის რეჟისორი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

ბიოგრაფია

კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).

პოლიტიკა

1990 წლიდან შენგელაია ჩაერთო პოლიტიკაში, 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992–1995 წლებში — საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995–1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2008  საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

ფილმოგრაფია

1957 — „ლეგენდა ყინულის გულზე“1959 — „თოვლის ზღაპარი“1964 — „თეთრი ქარავანი“1965 — „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“)1968 — „არაჩვეულებრივი გამოფენა“1974 — „შერეკილები“1978 — „სამანიშვილის დედინაცვალი“1984 — „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“1993 — „ექსპრეს-ინფორმაცია“1996 — „Dog Rose“2017 — „სავარძელი“2020 — „ჭა“

ჯილდოები

საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1967)შრომის წითელი დროშის ორდენი (1976)საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979)სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1985)ლენინის ორდენი (1986)სსრკ-ის სახალხო არტისტი (1988)შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1998)წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (2009) წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2013)თბილისის საპატიო მოქალაქე (2022)

რეჟისორი, რომლის ფილმები ქართული კინემატოგრაფიის შედევრებად იქცა, ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, „ცისფერი მთები“ კი კანის კინოფესტივალმა მსოფლიო კლასიკად აღიარა.

„უნდა იცხოვრო სიყვარულით“ – ასეთია ელდარ შენგელაიას ცხოვრების მთავარი დევიზი. სწორედ ლეგენდარული რეჟისორის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება მისი ფილმების რეტროსპექტივა, რომელსაც ეროვნული არქივი პირველი თებერვლიდან უმასპინძლებს. ელდარ შენგელაია შემოქმედებით საქმიანობას ახლაც არ წყვეტს. მისი ბოლო ფილმი „ჩიტები“ ეკრანებზე ერთი წლის წინ გამოვიდა.