კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს –

კინოდაჯილდოება ელისო 2026 ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერით და ნატო ვაჩნაძის ფონდისორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.
კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2025 წელს ოფიციალურად გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.
ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 20 თებერვლამდე ბმულზე: https://filmfreeway.com/ElisoAwards
გასულ წელს პრემია ელისოზე წარდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ ჟიურის შემდეგი წევრები: ელენე ნავერიანი, კარლოს რეიგადასი, ტომას ჰაკიმი, აგნიეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, სალომე კიკალეიშვილი და ანჯელიკიპაპულია. ელისო საუკეთესო ფილმისთვის კი „წმინდა ელექტროენერგიას გადაეცა.
თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართულიხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.
მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამრწმენით პრემია „ელისოს“, დაარსების დღიდან, ერთგული მხარდამჭერია თიბისი.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია