კიმ ჩენ ინმა ომის მზადების დაჩქარების ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს, -ის „უპრეცედენტო კონფრონტაციულ ქმედებებთან დასაპირისპირებლად“, ომისთვის მზადების დაჩქარება დაავალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას “ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ” ქვეყნებთან.