კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა “უპირობოდ” უჭერს მხარს ს ყველა ქმედებას ში ომის დროს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი “უპირობოდ” უჭერს მხარს ს ყველა ქმედებას ში ომის დროს, როცა აღმოსავლეთ სანაპიროზე, ახლად აშენებულ საკურორტო ქალაქში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო — ამის შესახებ CNN გვატყობინებს.
ლავროვის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობებისთვის, რადგან უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ფხენიანი რუსეთს დამატებით 25,000-დან 30,000-მდე ჯარისკაცს გაუგზავნის — რაც დაემატება იმ სავარაუდო 11,000 ჯარისკაცს, რომელიც ფხენიანმა გასულ წელს გაგზავნა.
“განვიხილეთ უკრაინის კრიზისის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. ჩვენმა კორეელმა მეგობრებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის, ასევე, რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ,” — თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
ლავროვმა შეხვედრის დასაწყისში ასევე გამოხატა იმედი, რომ მალე რუსი ტურისტები შეძლებენ ახლად გახსნილ ვონსანის კურორტში ჩასვლას.
KCNA-ის ცნობით, კიმმა პირადად გაჭრა ლენტი კალმას სანაპირო კურორტის გახსნაზე — პროექტი მოიცავს წყლის პარკებს, ცათამბჯენებსა და 20,000-მდე სტუმრის განთავსების შესაძლებლობას, რაც უჩვეულოა ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ