კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება ყველანაირ ტერორიზმს – ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზზე მომხდარი თავდასხმის გამო სამძიმარს უცხადებს.
კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, კიმმა „ღრმა სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადა“ ვლადიმერ პუტინს, რუს ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს „მოსკოვის ოლქში განხორციელებული ფართომასშტაბიანი ტერაქტის შედეგად გამოწვეული მძიმე მსხვერპლის გამო“.
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ეწინააღმდეგება “ყველა სახის ტერორიზმს და ვერაფერი გაამართლებს საშინელ ტერორიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს”.
„ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას“, – აცხადებს კიმ ჩენ ინი.
შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა