კიმ ჩენ ინი – ყოველთვის მხარს დავუჭერთ რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს: დაიცვან სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და ხალხი ყოველთვის მხარს დაუჭერენ და წაახალისებენ რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან საქმეს: დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.
ამასთან, კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის და განაცხადა, რომ ეს რეგიონში დაძაბულობას ზრდის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მიიღებს საპასუხო ზომებს, მათ შორის ბირთვული ძალების შემდგომი განვითარების კუთხით.
კიმ ჩენ ინის მტკიცებით, აშშ-ის მიერ ბირთვული სტრატეგიული საშუალებების განლაგება, სამხედრო წვრთნები და სამხედრო თანამშრომლობა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან რეგიონში სამხედრო დისბალანსს იწვევს და სერიოზულ გამოწვევას უქმნის უსაფრთხოების გარემოს.
„კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას არ სურს რეგიონული სიტუაციის ზედმეტი დაძაბულობა, მაგრამ მიიღებს მდგრად საპირისპირო ზომებს რეგიონული სამხედრო ბალანსის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს