კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს – მზად ვართ, უპირობოდ დავუჭიროთ მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც უკრაინაში ახორციელებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც უკრაინაში ახორციელებს, – ინფორმაციას CNN-ი ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ვონსანში თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას, ჩოე სონ ჰუის შეხვდა.
„გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის კრიზისის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. ჩვენმა კორეელმა მეგობრებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის, ასევე, რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ“, – განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტით პარასკევს ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება