კიმ ჩენ ინი რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვას გამართლებულად მიიჩნევს

კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვას გამართლებულად მიიჩნევს და ამას „მოძმე ერის“ დასაცავად მისი სუვერენული უფლებების განხორციელებას უწოდებს. ამის შესახებ Reuters ჩრდილო კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ეს ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებში შედის. მე ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელიც კურსკის ოპერაციაში მონაწილეობდა, გმირად და ერის ღირსების წარმომადგენლად მივიჩნევ“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი უყოყმანოდ გასცემს სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას, თუ შეერთებული შტატები ს წინააღმდეგ “სამხედრო პროვოკაციებს” გააგრძელებს.
ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად აპრილის ბოლოს დაადასტურა, რომ რუსეთში ჯარისკაცები და იარაღი გაგზავნა.