კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ფხენიანში ს უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „პატივცემულმა ამხანაგმა“ კიმ ჩენ ინმა შოიგუ დაარწმუნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მომავალშიც უპირობოდ დაუჭერს მხარს ს საგარეო პოლიტიკას „უკრაინის საკითხში“.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეელი მეომრები რუსეთის არმიის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას 2024 წლის შემოდგომიდან იღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროიდან დღემდე ში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იბრძოდა.