კიმ ჩენ ინი პეკინში საკუთარი უნიტაზით ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, ჩრდილოკორეელმა ჩინეთში უნიტაზის გარდა მატრასი და ნაგვის პარკებიც წაიღო.
სააგენტოს ცნობით, მგზავსი პრაქტიკა სტანდარტულია ჯერ კიდევ მამა კიმის დროიდან მოყოლებული. მისი მიზანია, რომ უცხო ქვეყნების, მათ შორის მოკავშირეების, დაზვერვის სამსახურებმა ვერ მოიპოვონ ქვეყნის ლიდერის დნმ.
გუშინ გავრცელდა კადრები, რომელზეც კარგად ჩანს, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიმ ჩემ ინის დნმ-ის კვალი ყველგან წაშალეს.
