კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება

კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სხვა 26 სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მომავალ კვირას პეკინში დაგეგმილ სამიტს დაესწრებიან.
ჩინეთში „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იაპონიის კაპიტულაციისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად 3 სექტემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ეს 1959 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთში სამხედრო აღლუმს დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას