კიმმა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზები ააფეთქა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სახმელეთო და სარკინიგზო ხაზები აფეთქებულია, გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მიიღო. მისი ბრძანებით საავტომობილო გზები და სარკინიგზო ხაზები, სამხრეთ კორეასთან საზღვრის მახლობლად ააფეთქეს, რასაც სამხრეთ კორეელი მესაზღვრეების მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.
ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ამ ქმედებას გასულ კვირას წინ უძღოდა კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება გაამაგროს საზღვრები მეზობელ ქვეყანასთან. ეს გადაწყვეტილება კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ფხენიანმა სეული ჩრდილოელი მეზობლის საჰარო სივრცის დარღვევაში და საჰაერო გზით მის ტერიტორიაზე საინფორმაციო და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი ბროშურების გავრცელებაში დაადანაშაულა. სეულს ბრალდებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გავლენიანი პირია, ამბობს, რომ სამხრეთ კორეას ეს ქმედება “ძვირად დაუჯდება”, თუმცა რა იგულისხმება მის ამ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, სარკინიგზო და საგზაო მარშრუტები საზღვრის მახლობლად 15 ოქტომბერს შუადღისას აფეთქდა. არსებული ინფორმაციით განადგურებულია ყველა სახმელეთო მარშრუტი. სამხრეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ამ გადაწყვეტილებას და ქმედებას გმობენ და ამბობენ, რომ ეს წარსულში დადებული შეთანხმების უხეში დარღვევაა. სეულის გაერთიანების სამინისტროში მომხდარს „უაღრესად არანორმალური“ უწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს – „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას – თუ ვინმემ იცის ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც – ეს ხალხი ხართ თქვენ