ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბაიერნი” გუნდის ნახევარმცველ იოზუა კიმიხთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
29 წლის გერმანელს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ახალ შრომით ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.
თავად “რეკორდმაისტერის” ბოსები დარწმუნებულნი არიან, რომ კლუბის ფეხბურთელთან მოილაპარაკებენ.
კიმიხმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ათი შეხვედრა ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.