„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კიმბერლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს 26 მაისის მისალოცი წერილი მისი ჩართულობით მისწერა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი ვაშინგტონში გავაგზავნე შესაბამის არხებზე, რათა პრეზიდენტ ტრამპისთვის გადაეცათ და მან უკვე უპასუხა. დიახ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაძლიერდება. ასევე, საჭიროა, რომ ევროკავშირმაც გააუმჯობესოს ურთიერთობები, პირველ რიგში, იმით, რომ თავი შეიკავოს სუვერენული და უსაფრთხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ნეგატიური ჩარევისგან”, – წერს კიმბერლი ლოუ.
