კილოგრამი 12 ათას დოლარამდე – პირველმა აფრიკულმა ხიზილალამ მსოფლიო გააოცა

როდესაც დამწყებმა ბიზნესმენმა, დელფი დაბესისმა პირველად გააცხადა თავისი გეგმები აფრიკაში ხიზილალის წარმოების პირველი ობიექტის გახსნის შესახებ, ძვირად ღირებული კვების მრეწველობის ზოგიერთი წარმომადგენელი სკეპტიკურად იყო განწყობილი.
თუმცა დელფი დაბესისმა 15 წლის შემდეგ მაინც აისრულა სურვილი – დააარსა კომპანია Acipenser და თავისი ბრენდებით Rova და Kasnodar Caviar, Dabeziez-ის პროდუქტებმა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამზარეულოებში უკვე მოიპოვეს ადგილები.
ძვირად ღირებული ხიზილალას წარმოების საბადო მადაგასკარის მთებში მდებარე მანტასოას ტბა აღმოჩნდა.
ხიზილალას ისტორია
ხიზილალა არის დელიკატესი, რომელიც მზადდება ზუთხის დამარილებული ქვირითისგან.
ხიზილალა რუსეთში, რომელიც მის სამშობლოდ ითვლება, ფუფუნების საკვებად მე-17 საუკუნეში აღიარეს. მაშინ მეფე ალექსეი მიხაილოვიჩ I-მა ხიზილალა სახელმწიფო მონოპოლიად აქცია.
წარმოება მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებლდ ითვლება.
თუმცა, ახლა, როდესაც Acipenser-ის ბრენდის ხიზილალის წარმოება აფრიკაშიც დაიწყო, დელიკატესი დედამიწის ყველა კონტინენტზე იწარმოება, გარდა ავსტრალიისა.
მისი კულტურული მნიშვნელობისა და ზუთხის ხანგრძლივი მომწიფების პერიოდის გამო, (8-დან 20 წლამდე), ხიზილალის ფასმა შეიძლება 27 000 დოლარსაც მიაღწიოს.
დღეს კი დაბესის თქმით, მან წარმოება “ყოველგვარი ცოდნის გარეშე” დაიწყო.
“თავიდან არავის ეგონა, რომ ამას შევძლებდი, არავის სურდა ჩვენი დახმარება”, – ამბობს დაბესისი.
თუმცა, როდესაც ტბა მანტასოა აღმოაჩინა, მიხვდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად იდეალური გარემო ზუთხის გასაზრდელად.
ტბა მადაგასკარის მაღალმთიანეთში, დაახლოებით 1400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა ინარჩუნებს ტემპერატურას 55-დან 73 ფარენჰაიტამდე, რაც საშუალებას აძლევს თევზს გაიზარდოს მთელი წლის განმავლობაში.
შესაბამისად, აფრიკაში თევზი დაახლოებით ორი წლით უფრო სწრაფად მწიფდება.
თავისი პრემიუმ ხიზილალის პირველი პარტია Acipenser-მა 2017 წელს გამოუშვა.
2019 წელს კი ნაწარმი Sirha Lyon-ის პრესტიჟულს კულინარიულ გამოფენაზე წარადგინეს. მას შემდეგ Rova Caivar საუკეთესო რესტორნების მენიუში გამოჩნდა.
Rova-ს ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტია, კილოგრამი 11 670 ევროდ (დაახლოებით 11,960 დოლარი) იყიდება.
წყარო: cnn.com bpn.ge