დასრულდა 2024-25 წლების საკლუბო სეზონი და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ ლა ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში „ოქროს ბუცის“ მოგება შეძლო. ფრანგი კარიერაში პირველად გახდა ამ პრიზის მფლობელი.
მბაპემ რვით ნაკლები გოლი გაიტანა, ვიდრე „სპორტინგის“ ფორვარდმა ვიქტორ დიოკერეშმა, მაგრამ შეძლო მისი გასწრება ესპანეთის ჩემპიონატის უფრო მაღალი სირთულის კოეფიციენტის ხარჯზე.
აღსანიშნავია, რომ მბაპე „რეალის“ მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, ვინც „ოქროს ბუცს“ დაეუფლა – უგო სანჩესისა (1990) და კრიშტიანო რონალდოს (2011, 2014, 2015) შემდეგ.
„ოქროს ბუცი” 2024-25. TOP20
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.
