კით კელოგი: -ს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სჭირდება

ვაშინგტონს აუცილებლად ესაჭიროება მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა, რადგან იზოლაციის პოლიტიკა აღარ არის ეფექტური. ამის შესახებ -ის პრეზიდენტ ს საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინისა და ს საკითხებში კით კელოგმა ვაშინგტონში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ურთიერთობაზე უარის თქმა, როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან კრიტიკული შეცდომაა დიპლომატიაში”, – აღნიშნა კელოგმა.
სთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერების კომენტირებისას, კელოგმა გადაწყვეტილებას სთვის მნიშვნელოვანი დათმობა უწოდა. ამავდროულად, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინელები “თავად არიან დამნაშავე” იმაში, რომ შეუწყდათ დახმარება და შეეზღუდათ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა.

კელოგმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალისხმევას მიმართავს მშვიდობიანი მოგვარებისთვის, იყენებს როგორც ზეწოლას, ისე სტიმულს ორივე მხარისადმი. ზომებს შორისაა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და სანქციები ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ.
აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ს უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.
კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ “ნამდილად აღფრთოვანებულია ზელენსკით.”

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“