“კითხვა იყო, სურათი იქნება თუ არ იქნება შტატების პრეზიდენტსა და მის მეუღლესთან” – ხიდაშელი

“ოცნების” ყოფილი მინისტრი, ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის გენერალურ ასამბლეაზე დასწრება, შტატებში ვიზიტს არ ნიშნავს. მისი თქმით, თვით დიდი დიქტატორებიც კი გამოდიოდნენ გაეროში.
“ილაპარაკეს ძალიან ბევრი, რომ აი, ამერიკაში მიდიან, აბა სად არის სანქციები. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრება, ეს არ არის ამერიკაში ვიზიტი. გაეროს გენერალურ ასაბლეაზე მსოფლიოს დიდი დიქტატორებიც კი ყოფილან – კადაფი იყო და ლავროვი ჩადიოდა ჯერ კიდევ ბოლო მომენტამდე. კითხვა იყო, რომ სურათი იქნება თუ არ იქნება, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ამბავი ეს არის ხოლმე, როდესაც შტატების პრეზიდენტი და მისი მეუღლე სახელმწიფო მეთაურებთან და მის ცოლებთან ერთად ფოტოებს იღებენ. ასეთი ბევრი ფოტო არსებობს შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, სააკაშვილთან, ღარიბაშვილთან. სადილზე მიპატიჟება, ეს არის სწორედ იმ სახელმწიფოთა მეთაურებისთვის, რომლებიც არიან მეგობარი ქვეყნები”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
-შ ს მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ